ღირშესანიშნაობები

                           
                     ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესია



    ეცერის თემის მთავარი – წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესია ფხოტრერის განაპირას, მაღლობზეა აღმართული. იგი XI საუკუნეში აშენდა. ეკლესიაში ინახება ხატები, რომლებმაც დაზიანებული სახით მოაღწია,შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა დიდი ზომის წმინდა იონას ჭედური ხატი და წყვილად გამოსახულ მთავარანგელოზთა XII-XIII საუკუნეების ფერწერული ხატი.
   წლების მანძილზე ეკლესია არ იყო მომქმედი. აქ ხშირად ხატების წინაშე იფიცებოდნენ ერთმენეთის მოქიშპენი და ხშირ შემთხვევაში რიგდებოდნენ, აქვე წყდებოდა სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხები. ვარაუდობენ, რომ ეკლესიაში დაკრძალულია თათარყანი და დედამისი. დღესდღეობით ეკლესია მომქმედია და აღევლინება საეკლესიო ღვთისმსახურება.



                               უღვალის წმინდა გიორგის ეკლესია
  ეკლესია მცირე ზომისაა.მას ლითონით  მოჭედილი კარი ამშვენებს, რომელიც შემკულია ცხოველთა გამოსახულებებით, ადამიანთა ფიგურებით. მსგავსი რამ საქართველოში არსად გვხვდება. ეკლესია XV საუკუნეშია აგებული და მაშინვე მოუხატავთ ადგილობრივი სასულიერო პირის, ანტონ უმფრიანის დაკვეთით, რომელიც მამასთან, მიქაელთან ერთად კედელზეა გამოსახული.




2 комментария: