понедельник, 4 июля 2016 г.

ეცერი

ეცერი სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია.
მზის გულზე გადაშლილი ეცერი,იმთავითვე იპყრობს მნახველთა ყურადღებას.
ეცერი ისტორიული სოფელია,ის  მოიხსენიება რამდენიმე წერილობით წყაროებში, ვახუშტი ბაგრატიონი"აღწერა სამეფოსა საქართველოსა",„წიგნი საქმისა ბალსზემოთ სვანეთისა და თავად ჯაფარიძეთა შორის“,გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“,
ეცერის მახლობლად, სოფ. ლადრელში 1932 წ. გზის გაყვანის დროს აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის სამარხი, რომელიც დაზიანდა. სამარხეულ ინვენტარში შედიოდა: ბრინჯაოს ორი მახვილი; ცილინდრული ჭურჭლის ფრაგმენტები (ჩართოლანი 1989: 89, 117). 1974 წ. გზის მშენებლობისას სოფ. ეცერში გამოვლინდა დაზიანებული სამარხები. სამარხეული ინვენტარის ერთი ნაწილი დაკარგულია. გადარჩენილ მასალაში შედიოდა: მოჭიქული ჯამი, მინის სასმისი, ვერცხლის მოსევადებული სათითური, ქამრის ნაწილები. სამარხეული ინვენტარი XVII ს-ის დასასრულით თარიღდება